უცხოეთი
„როიტერი“ - ოლაფ შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება, მაგრამ არა ნატო-ში დაჩქარებულ შესვლას

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება, მაგრამ არა ნატო-ში დაჩქარებულ შესვლას. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

„შეხედეთ არსებულ ვითარებას, ბოლოს და ბოლოს, თავად უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ვილნიუსში კონცენტრირებას იმაზე, რაც ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია – კერძოდ, უკრაინის რეალური საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის პარტნიორებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების ეფექტურ და გრძელვადიან გარანტიებზე“, – აღნიშნა შოლცმა.

1tv.ge