უცხოეთი
სერგეი ლავროვი ბაიდენსა და ზელენსკიზე - არ მაქვს სამედიცინო განათლება შევაფასო იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ არაადეკვატურობას

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებებს რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ ცნობიერების ბობოქარი ნაკადია.

"მიჭირს კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა. ახლა დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი სიტყვიერ უსაქციელობას, რომელსაც საფუძველი არ აქვს", - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

მან ზელენსკის სიტყვებს "ცნობიერების კიდევ უფრო ბობოქარი ნაკადი" უწოდა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების გასაანალიზებლად სამედიცინო განათლებაა საჭირო.

"არ მაქვს სამედიცინო განათლება. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს სამედიცინო განათლება. ვერ გაგცემთ პასუხს იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც არაერთხელ, ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ არაადეკვატურობას", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, პუტინი მზადაა ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის, რადგან მას ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო, რომელიც ძალიან უყვარს. „მაგრამ ვერანაირად ვერ ვისაუბრებ დანამდვილებით, განსაკუთრებით იმ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს კავშირი რეალობასთან, რომელმაც 21-ე საუკუნეში წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი მეზობლის წინააღმდეგ“, - დასძინა ზელენსკიმ.

interpressnews.ge