უცხოეთი
რუსული მედიის ცნობით, ევგენი პრიგოჟინი აჯანყების ორგანიზებასთან დაკავშირებით გამოძიების ქვეშ რჩება

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ევგენი პრიგოჟინი გამოძიების ქვეშ რჩება, – ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

„კომერსანტის“ ცნობით, შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც მთავარი პირი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინია, არ შეწყვეტილა და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში პრიგოჟინის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.

1tv.ge