უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დემონსტრირება დიდი სტრატეგიული შეცდომის, რომელიც პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიითა და ომით

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ შეწყვეტილი აჯანყება მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერა.

1tv.ge