საზოგადოება
ექსპერტი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე, ბუდაპეშტმა შესაძლოა ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან პარალელურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ყოვლისმომცველ ანალიზში, იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველო უკრაინის და განსაკუთრებით მოლდოვის უკანაა ევროკავშირის პირობების შესრულების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მართალია ორივე ქვეყანა მზადაა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, უკრაინის განაცხადი უნგრეთმა შესაძლოა დაბლოკოს.

ბუდაპეშტს და კიევს უთანხმოება აქვთ სტატუსის და უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებების თაობაზე. საქართველოს მთავრობას, თავის მხრივ, ბოლო წლებში თბილი ურთიერთობები აქვს ვიქტორ ორბანის მთავრობასთან.

რაც შეეხება საქმის ვითარებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უკრაინამ შვიდი პრიორიტეტიდან ორი შეასრულა, მოლდოვამ – ცხრიდან სამი, ხოლო საქართველომ – 12-დან მხოლოდ სამი.