უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა.

„მინდა, ყველამ იცოდეს ამის შესახებ. „ვაგნერის“ შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროსგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს“, – აღნიშნა პუტინმა სამხედროებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან მიმდინარე წლის მაისამდე სახელმწიფომ 86 მილიარდი რუბლი გადაიხადა „ვაგნერის“ ხარჯებისთვის.

„„ვაგნერის“ მფლობელმა კომპანია „კონკორდმა“ ერთ წელიწადში 80 მილიონი რუბლი გამოიმუშავა“, – აღნიშნავს პუტინი.

1tv.ge