უცხოეთი
„ნიუ იორკ თაიმსი“ - გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ, შესაძლოა, ​პრიგოჟინს სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამბოხების დაწყებამდე პრიგოჟინი მძვინვარებდა როგორც შოიგუს, ისე გერასიმოვის წინააღმდეგ, ადანაშაულებდა მათ კამპანიის წარუმატებლობაში და არმიის მხრიდან „ვაგნერის“ მებრძოლების მხარდაჭერის ნაკლებობაში.

შეგახსენებთ, სუროვიკინს ოქტომბერში უკრაინის ოპერაციების საერთო პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ იანვარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამპანიის ზედამხედველად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა, ხოლო სუროვიკინი მის მოადგილედ გადაიყვანა.

„როიტერის“ ცნობით, პენტაგონმა არ უპასუხა სააგენტოს თხოვნას კომენტარისთვის. შეკითხვებზე პასუხისგან ასევე თავი შეიკავეს კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

1tv.ge