უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი დაღესტანში ჩავიდა

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაღესტანში ჩავიდა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღესტანში ვიზიტის ფარგლებში პუტინმა ნარინ-კალას ციხის არქიტექტურული და არქეოლოგიური კომპლექსი, ასევე დერბენტის ჯუმას მეჩეთი მოინახულა, რომლებსაც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

ვლადიმერ პუტინთან ერთად დაღესტანში იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იური ჩაიკა, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური სერგეი მელიკოვი და რუსეთის პარლამენტის სენატის წევრი დაღესტნის რესპუბლიკიდან სულეიმან კერიმოვი.

1tv.ge