უცხოეთი
ჯო ბაიდენი - რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოსგან გარიყული გახდა, მაგრამ რთული სათქმელია, დასუსტდა თუ არა ის „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოსგან გარიყული გახდა, მაგრამ რთული სათქმელია, დასუსტდა თუ არა ის „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად დაასუსტა ვლადიმერ პუტინი ბოლო მოვლენებმა, ჯო ბაიდენმა უპასუხა:

„ძნელი სათქმელია, ნამდვილად. აშკარაა, რომ ის აგებს ომს ერაყში, ის აგებს ომს სახლში და გახდა გარიყული მთელი მსოფლიოსგან. ეს არ არის მხოლოდ ნატო, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც“.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი აშკარად აგებს ომს უკრაინაშიც.

1tv.ge