უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო დაბომბვის შედეგად უკრაინის არმიის ორი გენერალი, 50 ოფიცერი და 20 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი მოკლეს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო დაბომბვის შედეგად უკრაინის არმიის ორი გენერალი, 50 ოფიცერი და 20 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი მოკლეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაბომბვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 56-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის დროებითი განლაგების პუნქტზე შტაბის შეკრების დროს განხორციელდა.

უკრაინამ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა და დაბომბვის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

1tv.ge