საზოგადოება
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება ამერიკის საელჩოში

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, ამერიკის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება გაიმართა. სტუმრებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მასპინძლობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მიღებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.