პოლიტიკა
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში „ჯორჯიან ეარვეისი“ მოხვდა

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივლისს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც სანქცირებულთა სიაში დამატებითი კომპანიები და ინდივიდუალური პირები მოხვდნენ. სანქცირებულთა შორისაა ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები განაახლა. სიაში ასევე მოხვდა ავიაკომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსებისთვის ევროპაში ტრანზიტული რეისების შესრულებას გეგმავდა. გაიაშვილის თქმით, 15 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეები მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკასა და სალონიკში მოგზაურობას შეძლებდნენ.