უცხოეთი
ანდრეი ერმაკი - მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს - ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

„მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, - წერს ანდრეი ერმაკი Twitter-ში.

interpressnews.ge