უცხოეთი
ევგენი პრიგოჟინი - "სამართლიანობის მარში“ მიზნად ისახავდა მოღალატეებთან ბრძოლას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომლის სისხლის სამართლის საქმე გასულ კვირას დაიხურა, 26 ივნისის შემდეგ პირველი აუდიომიმართვა გაავრცელა.

მიმართვაში არ არის რაიმე კონკრეტიკა, მათ შორის პასუხი კითხვაზე, სად არის ახლა პრიგოჟინი.

„სამართლიანობის მარში“ მიზნად ისახავდა მოღალატეებთან ბრძოლას და ჩვენი საზოგადოების მობილიზებას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, თქვენ იხილავთ ჩვენს მომავალ გამარჯვებებს ფრონტზე“, - აცხადებს პრიგოჟინი.

interpressnews.ge