უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის თავდაცვის ძალები ასრულებენ მისიას ჯენინში, ტერორი ხელს ვერ შეგვიშლის, ჩვენი ფართომასშტაბიანი ქმედება არ იქნება ერთჯერადი

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ისრაელის თავდაცვის ძალები ასრულებენ მისიას ჯენინში, ტერორი ხელს ვერ შეგვიშლის ამაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ამ მომენტში ჩვენ ვასრულებთ მისიას და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფართომასშტაბიანი ქმედება ჯენინში არ იქნება ერთჯერადი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს მოქმედებებს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად და არ მისცემს უფლებას, ჯენინი „დაუბრუნდეს ტერორის კერას“.

„ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა შეგვაჩერებს, არასწორია. მათ, უბრალოდ, არ იციან ისრაელის სული, ჩვენი მთავრობის, მოქალაქეებისა და მებრძოლების სული“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ თელ ავივში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.

1tv.ge