უცხოეთი
რუსული მედია - ევგენი პრიგოჟინს სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და ნივთები, მათ შორის, იარაღი დაუბრუნეს

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს 24 ივნისის სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს.

როგორც რუსული სააგენტო „ფონტანკა“ იუწყება, პრიგოჟინი 4 ივლისს პირადად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.

ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, 2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს.

1tv.ge