საზოგადოება
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკური დევნის ატანა მიუღებელია.

“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო.

ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, - წერს პოპესკუ.