საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაზე: უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს, რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მისი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა და შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე უკრაინის კონსულმა შეუტანა.

“რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე და ის, რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს, პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია”, - წერს სააკაშვილი.