უცხოეთი
თეთრი სახლის პრესსპიკერი - უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. აშშ ერთგულია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება 31 მოკავშირესა და ასპირანტ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, როდესაც საქმე უკრაინას ეხება, ვაშინგტონი ნატო-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან დიალოგს აწარმოებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთობლივად მოხდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერა.

„მე არ ვაპირებ დეტალებსა და კერძო საუბრებში შესვლას. ეს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთგული ვართ და ერთგული ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. და ჩვენ ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

1tv.ge