პოლიტიკა
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატი გადასცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოებამდე მთავრობის მეთაური საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს, ფრანგული ენის პოპულარიზაციის გარდა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, რა კუთხითაც ის წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას წევრ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.