პოლიტიკა
არ არსებობს მოვლენების ისეთი დასასრული, რომლის პირობებშიც უკრაინას შეეძლება რუსეთის დამარცხება! - რობერტ კენედი უმცროსი (ვიდეო)

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველის, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსის განცხადებით, უკრაინაში ომის მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლაა.

მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მოლაპარაკებების გზით დაასრულებდა ომს უკრაინაში.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მე დავასრულებდი ომს მოლაპარაკებების გზით. რუსები თავადაც ცდილობდნენ, ომი თავიდან აერიდებინათ. მათ სურდათ ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან გონივრული დოკუმენტი იყო. ის გულისხმობდა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა და იქნებოდა ნეიტრალური. ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემები არ განთავსდებოდა რუმინეთსა და პოლონეთში. აგრეთვე, უკრაინის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში აშშ-მა მიიყვანა, ეთნიკურად რუსი მოქალაქეების მკვლელობას შეწყვეტდა. ამაზე თანხმობა უნდა გვეთქვა. ზელენსკიმ 2019 წელს მოიგო არჩევნები იმ პირობით, რომ მინსკის შეთანხმებას მოაწერდა ხელს“, – განაცხადა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხი რუსეთისთვის ეგზისტენციალურია და მოსკოვს აქვს ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვსურდა ომი. ამ ომის რეალური მიზანი არის რეჟიმის ცვლილება რუსეთში. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ მათ სურთ რუსეთის არმიის გამოფიტვა, რომ სხვაგან ბრძოლა არ შეეძლოთ. ეს არ არის კარგი უკრაინისთვის“, – განაცხადა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა.