უცხოეთი
მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ევგენი პრიგოჟინის შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს შეხვდა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრას, რომელიც 29 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, გასამხედროებული დაჯგუფების ყველა ლიდერი და კომპანიის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე პუტინმა შეაფასა კომპანიის ქმედებები ფრონტზე, ასევე მისცა თავისი შეფასება 24 ივნისის მოვლენებს, მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა მათ შრომითი დასაქმების შემდგომი ვარიანტები.

კრემლის ინფორმაციით, „ვაგნერის“ წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან.

1tv.ge