პოლიტიკა
„ფაინენშელ თაიმსი“: საქართველოში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, დაგმობის რიტორიკის გარდა, ნატო-მ ცოტა რამ გააკეთა მოსკოვის დასასჯელად

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ბუქარესტის სამიტის შემდეგ კიევი და თბილისი დასავლეთისა და რუსეთის პოზიციებს შორის ხაფანგში აღმოჩნდნენ, როგორც ნატო-ს მომავალი წევრები, მაგრამ ალიანსის ყოველგვარი დაცვის გარეშე. ოთხი თვის შემდეგ პუტინის ტანკები შევიდა საქართველოს ჩრდილოეთში, – ამის შესახებ აღნიშნულია „ფაინენშელ თაიმსის“ სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, დაგმობის რიტორიკის გარდა, ნატო-მ ცოტა რამ გააკეთა მოსკოვის დასასჯელად.

სტატიაში მოყვანილია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მოსაზრება, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის ყველაზე საშიში ადგილი „ნატო-ს მოსაცდელ ოთახში ჯდომაა“.

„ჩვენ ზუსტად ეს გავაკეთეთ 15 წლის წინ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით“, – აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.