პოლიტიკა
ირაკლი ბერაია: ვილნიუსის სამიტი უფრო დააახლოებს საქართველოს უმთავრეს მიზანთან, რაც არის ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველო ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას და როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდას ელოდება.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია და კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ჩანაწერები იქნება სათანადოდ ასახული სამიტის საბოლოო კომუნიკეში“, – აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის პარალელურად, მიმდინარეობს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესის დაზიანება.

უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ამ პროცესის პარალელურად, გვესმის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის არა მხოლოდ დისკრედიტაციას, არამედ დაზიანებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.