უცხოეთი
ჯო ბაიდენი - საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰელსინკში ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არავის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ომში ჩათრეულები აღმოვჩნდებოდით. მესამე მსოფლიო ომში”, - განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი “მუდამ მათ გაგრძელებას ვერ შეძლებს,” ვინაიდან ამისთვის რესურსები არ ეყოფა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს “იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს”.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ყოვლისმომცველი კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ნატო-ში უნდა დარჩეს.

„უდავოა, რომ ამერიკელი ხალხის, კონგრესის - წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, ორივე პარტიის მხრიდან არსებობს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა… იმისა, რომ ჩვენ ნატო-სთან ერთად ვიქნებით”, - განაცხადა ბაიდენმა.

interpressnews.ge