პოლიტიკა
თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა? — პრემიერი ღარიბაშვილი

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ ესეიგი თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა და რა მოხდა რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ მაპი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი სანამ ითქვა, რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს - თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დვიწყოთ. ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი ასე ვთქვათ განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, რატომ, თქვეს რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეიქმნას.

ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40 მლნ ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატოს და საბოლოო ჯამში გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირის და ნატოს წევრი. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ სიმართლე გითხრათ მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, იმიტომ რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან ბევრი უბედურება ხდება, რაც იცით კარგად ომის გამო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა სამინისტრი გავაგზავნეთ, საერთოდ მე მინდა ვთქვა, რომ თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ ასე ვთქვათ პანელზე და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული, მე გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, ვახშამზე იყო საუბარი, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა, ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას, ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემია. ხაზგასმით, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრები და უსაფუძვლო სპეკულაციები“, - განაცხადა პრემიერმა.