სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით! — ღარიბაშვილი

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, “მთის დღეების” ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, ყველამ იხილა მრავალთვიანი სიცრუის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის ოჯახის მხრიდან.

„პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილდ არ მაქვს სურვილი, ვისაუბრო პატიმარ სააკაშვილზე. ჩვენ ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი კამპანია დეზინფორმაციული, სიცრუის კამპანია, რომელმაც შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო მოიცვა და იცით, რომ ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და ამის თაობაზე საზოგადოებამ შეიტყო, გავრცელდა ცნობები, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი აქტიურად ეწეოდნენ და ეწევიან ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის კამპანიას.

თქვენ კარგად იცით, რომ თვეების წინ გამჟღავნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკაში მრავალმილიონიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული სააკაშვილის ოჯახის მიერ ერთადერთი მიზნის მისაღწევად, რომ რამენაირად ეს სამარცხვინო, ამორალური ბრალდებები, ცრუ ცილისწამება გაევრცელებინათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფორს წინააღმეგ, ხაზს ვუსვამ, როცა ადმაიანს აბრალებენ და ქვეყანას აბრალებენ ისეთი რამის ჩადენას, რაც ბუნებაში არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის. მაგრამ რაც მთავარია, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რო მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყოველგვარი ცილისწამება და ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ, ა.შ. არის სრული სიცრუე. იცით, რომ პატიმარი სააკაშვილი 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. 2 000-ზე მეტი შეხვედრა ქონდა მას გამართული. წელიწადზე მეტია იგი იმყოფება კერძო კლინიკაში და არა ციხეში. აღარ მინდა სპეკულაციები გავაგრძელო, ჩვენი ხალხი ხედავს სიმართლეს, ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან კარგად გაიგო, მე მქონდა არაერთი საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, მათ კარგად იციან რა ხდება, რეალობა სად არის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მთავარი მარწმუნებელი, დამამტკიცებელი ჩვენი სიმართლის“,- განაცხადა პრემიერმა.