სამართალი
სააკაშვილმა როცა გადმოკვეთა საზღვარი, დაარღვია კანონი ჯერ უკრაინაში, რატომ არ მოხდა არავითარი რეაგირება? — ღარიბაშვილი

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის კანონმდებლობით, მე როგორც ვიცი და შევისწავლე ეს საკითხი, საზღვრის კვეთა უკანონოდ არის ასევე დანაშაული, როგორც ჩვენთან არის დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილმა როცა გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ ჯერ უკრაინაში და შემდეგ ჩვენთან, დაარღვია კანონი უკრაინაშიც.

“კითხვა უნდა დავსვათ მაშინ, რატომ არ მოხდა არავითარი რეაგირება, ომამდე ხდება ეს ყველაფერი. მე მქონდა პირადად საუბარი ზელენსკისთან. ჩვენ მას გავუზიარეთ მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, ჩვენს გამოძიებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ოპერატიული და სხვა წყაროებით და ეს გამოძიების შედეგად დადგინდა, მათი ჩართულობა, მათ შორის, ლორთქიფანიძის ჩართულობა, ყოფილი მინისტრის მოადგილის ჩართულობა. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, ეს ადამიანი დააწინაურეს, გახდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოადგილე, თუ არ ვცდები. ამით ჩანს დამოკიდებულება. ამიტომ ნუღარ გაუკვირდებათ აქ რომ ისმის კონკრეტული დასაბუთებული ეჭვი და ვარაუდები და კონკრეტული მტკიცებულებები თუნდაც, მე ასე ვიტყოდი. ნუ გაუკვირდებათ, იმიტომ, რომ ძალიან რთულია საზოგადოების მოტყუება. ჩვენ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვიცით მიზანი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი. აქ რომ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და 2 თვეში ომი დაიწყო. ამის შემდეგ გახსოვსთ თქვენ, უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა თურმე არ არის ომისთვის განწყობილი. ასევე მოვისმინეთ განცხადებები, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა. სიტყვა მეორე ფრონტი მათგან მომდინარეობს. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია. რატომ უკვირთ, რომ

ხალხს აქვს გარკვეული იმედგაცრუება და თუნდაც განაწყენებული ვართ. ეს არის მეგობრებო, ძალიან მარტივად არის საკითხი”, - განაცხადა პრემიერმა.