პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ჩემი ამოცანა იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალი სახეების ჩაბმა, მათ შორის უკრაინული პოლიტიკური ლანდშაფტიდანაც

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. სადაც უნდა ვიყო, ნებისმიერ ფორმატში ჩემი ამოცანა იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალი სახეების ჩაბმა, მათ შორის უკრაინული პოლიტიკური ლანდშაფტიდანაც, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ამასთან, გვარამია დავით არახამიასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველა ქართველს აქვს საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება და ეს მხოლოდ არახამიას და ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

დათო ჩემთვის საინტერესო და სულიერად ახლობელი ადამიანი იყო. ქართველი ჟურნალისტებიდან, თუ არ ვცდები, მე მქონდა მასთან პირველი ინტერვიუ. სატელეფონო ურთიერთობა ჩვენ გვქონია მანამდეც. რაც შეეხება თანამშრომლობას, პირდაპირ გეუბნებით, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ნებისმიერ ფორმატზე, ჩემი ამოცანა იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალი სახეების ჩაბმა, მათ შორის უკრაინული პოლიტიკური ლანდშაფტიდანაც, ჩაბმა, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივრების, ხშირ შემთხვევაში. რაც შეეხება პოლიტიკაში ვინმე მოვა თუ არა, მათ შორის არახამიაზეც არის ხოლმე შეკითხვები და ა.შ. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს აქვს საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების უფლება, მხოლოდ დათო არახამიას გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში და მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს, ეს მეტი არავის საქმე არ არის. აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, მაგრამ აკრძალვა ნამდვილად არავის შეუძლია, „ქართულ ოცნებას“ მით უმეტეს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, სამარცხვინოა იმის მოსმენა, რომ არახამია არის უსამშობლო.

არახამიაზე როცა ვისმენთ, რომ ის არის უსამშობლო, სამარცხვინოა ამის მოსმენა. ეს კაცი უსამშობლო არის იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დატოვა ისიც და მეც ჩვენი სახლის გარეშე. მე სოხუმში სახლს ვგულისხმობ და დათოს გაგრაში სახლს. ამას ეძახის უსამშობლოს „ქართული ოცნების“ რომელიღაც წარმომადგენელი, რომელიც გაურკვეველია, ვინ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.