სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა, როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“თბილისში -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები.

ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. და ბოლოს, ვიტყოდი, სამწუხაროა, რა თქმა უნდა და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“ დედაქალაქში, თბილისში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.