პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ამერიკაში მოქმედებს „რუსული“ FARA-ს კანონი და მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცმოძრაობის“ სახე

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. პირდაპირ გამჟღავნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში, საქართველოს დასანქცირებაში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ღალატის პარტიაა, ვინაიდან პარტიის წარმომადგენლები საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში იხდიდნენ თანხას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამერიკაში მოქმედი კანონით, რომელსაც საქართველოში „რუსული კანონი“ უწოდეს, კიდევ ერთხელ დაინახა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის როგორც ომის, ასვეე ღალატის პარტია. პირდაპირ მოღალატეები და აგენტები არიან, სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ეს არის FARA-კანონი და მადლობა ამ კანონს, რადგან „ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა. ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ წყალობით გახდა ცნობილი, რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში. ეს წარმოუდგენელი მოვლენაა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელებს „რუსული კანონისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.