სამართალი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის შესახებ: ASTORIA GRANDE რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო აღნიშნულით სოჭიდან საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

გემის სააგენტო კომპანიის INFLOT მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International - ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ეხო კავკაზა“ ტელეკომპანია „Россия 1“-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, 22 ივლისს საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც ითვალისწინებს.