აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6491 ლარი გახდა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6491 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0244 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0434 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.