აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს არ სჭირდება უცხოელი მეურვე

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. პრობლემაა, როდესაც ხდება ასეთი ისტერიის მხარდაჭერა და ისეთი შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის აშშ-ს ელჩის მხრიდან. შემდეგ ეს ახალისებს ისტერიას, იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ იქ გუშინ ვნახეთ, ახალისებს საქართველოს პოლიციაზე თავდასხმას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ საქართველოში შემოსვლასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი სახის ისტერიის წახალისება რადიკალიზმის გაღვივებას უწყობს ხელს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ძირითადად ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მათ შორის სტუდენტები აანონსებდნენ და ვინ იყვნენ ეს სტუდენტები? - იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იყვნენ. ამბობდნენ, რომ სხვადასხვა მოქალაქეები იყვნენ. თავად იყვნენ ჩასულები, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიის ლიდერები. იმ აქციაზე სულ იყო 100-200 ადამიანი, რაც თავისთავად არ განასახიერებს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის აბსოლუტური მანიპულაცია, როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამასთან დაკავშირებით გამოვეხმაურები აშშ-ელჩის განცხადებას, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. მან თქვა ეს და ამის თქმა, 150 აქტივისტის ან თუნდაც 300-500 იყოს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს. საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს ქართველი ხალხი. ელჩები თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუკი ვინმეს ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ქვეყანაში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პაპუაშვილი პასუხობს, რომ „აქ, არანაირ ექსპანსიაზე არ არის საუბარი.