პოლიტიკა
ასლან ბჟანია: თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", ადგილი Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ე.წ. "რესპუბლიკა" მზადაა მიიღოს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს.

"რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება", - განუცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა TASS-ს.

გამოცემა წერს, რომ ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული "არამეგობრული აქციის" შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

"სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს Astoria Grande-ს ტიპის გემები. სიხარულით გიწვევთ ჩვენთან, აფხაზეთში და გპირდებით, რომ რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით თბილად მივიღებთ. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", ადგილი Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება", - აღნიშნა ბჟანიამ.