აქტუალური
შემოსავლების სამსახური: საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში განაცხადეს.

ამასთან, მათივე ცნობით, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

1-ელი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.