პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება რუსეთის ჯარების მიერ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.