პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ უბიძგებენ ვაშინგტონი და კიევი საქართველოს რევანშისკენ და რით ჰგვანან რუსი და ქართველი

  ბოლო ორი დღის განმავლობაში ზელენსკი ორჯერ და თანაც ქართულად გამოუტყდა საქართველოს სიყვარულში, რაც ძალზე თვალშისაცემია ბოლო ორი წლის განმავლობაში არამეგობრული განცხადებების კასკადის შემდეგ. არა, ეს არ გახლავთ ახალი რეპრიზები იუმორისტისა, რომელიც ცნობილია სააკაშვილზე შესანიშნავი პაროდიებით, ესაა ვაშინგტონისა და კიევის ახალი ერთობლივი პროექტი, უფრო სწორად, 2008 წლის აგვისტოს პროექტის აღორძინების მცდელობა.

   ორიოდე სიტყვით - თუ რა იყო 2008 წლის ომი. აშშ საქართველოიარაღით 2004 წლიდან ტყუილუბრალოდ როდი ამარაგებდა - მასურდა დაზვერვის ჩატარება, თუ რამდენად სუსტია პრეზიდენტ მედვედევის რუსეთი, რადგან ყველა სხვა საპილოტმონაცემებმოწმობდა - მცირეოდენი ბიძგი და „თიხის ფეხებიანი კოლოსი“ დაინგრევ, დასავლელი აგენტები რუსეთის ხელისუფლებაში საკვანძო პოზიციებზე იმყოფებიან, რუსეთში ყვავის კორუფცია და ასე შემდეგ. სააკაშვილი და მისი კომპანიონები ასევე ახორციელებდნენ თავიანთ მიზნებს - ომზე ჩამოეწერათ და ახლო აღმოსავლელი ტერორისტებისთვის მიეყიდათ ქართული არმიის დასავლური, უკრაინული და რუსული იარაღი.

   აგვისტოსში შეერთებული შტატებისა და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და ძირითადად ათიათასობით გამოუცდელი რეზერვისტი, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩეხური ვაზნები რუსულ კალაშნიკოვშიიჭედებოდა და პირიქით, სასაკლაოზე გარეკეს. წაიყვანეს ავტობუსებით, როგორც ექსკურსიაზე, სადაც ასობით სახელმწიფო დროშა და სააკაშვილის მოძრაბი ტრიბუნა იდო, წარმატებული ბლიცკრიგის აღსანიშნავად საზეიმო მიტინგითვის. სააკაშვილი, კეზერაშვილი&კომპანია, რომლებმაც გული იჯერეს კომპიუტერული ომების თამაშით, დარწმუნებული იყვნენ, რომ მყისიერად გაანადგურებდნენ "58-არმიის ჟანგიან ტანკებს" ვლადიკავკაზიდან. არავითარი 5-დღიანი ომი არ ყოფილა - სააკაშვილმა 7 აგვისტოს "გრადებით" შეუტია და როკის გვირაბში 58-არმიის "ჟანგიანი ტანკები" შემოგორდა. მორჩა! მთელი დანარჩენი დღეები სააკაშვილის ხალხი - ბოკერია, ლომაია, ბარანიძე და სამხარეო გუბერნატორი, რომელსაც სააკაშვილმა თავისმორიგ საყვარელს სტენიდა, რუსგენერალრესტორნებში დაჰყავდათ და ფულს სთავაზობდნენ, ათა მას, ბარემ, გორში სტალინის ქანდაკებადაებომბა. "გახსოვს, რუსგენერალო, როგორ დახვრიტა სტალინმა უდანაშაულო მარშლები და გენერლები?" - გაჰყვიროდნენ ფრთხალი ქართველები და მასთან ბუდერშაფტზე დალევას ცდილობდნენ. ჰაიდი ტალიავინმა კი, სააკაშვილისგან განსხვავებით, 58-არმია არა ჟანგიან ჯართად, არამედ „არაპროპორციულ ძალად“ მიიჩნიაა, რომლითაც რუსეთმა სააკაშვილის პროვოკაციას უპასუხა..

   ასე რომ, ზელენსკის რიტორიკა საქართველოსთან მიმართებაში შემთხვევით როდი შეცვლილა - ვაშინგტონში, ბრიუსელსა და კიევში მიხვდნენ, რომ მათრახით საქართველოს იძულება "მეორე ფრონტი" გაეხსნა არ გამოვიდა, ამიტომ გადავიდნენ "თაფლაკვერის" პოლიტიკაზე - ”ერთობლივად, ბრძოლით დაებრუნებინათ საყვარელი საქართველოსთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უკრაინისთვის დონბასისა და ყირიმის დაბუნებასთან ერთად!”. 7 და 8 აგვისტოს ოთხი ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ საქართველოში გაჩაღებული ანტირუსული ისტერია ამის ნათელი დადასტურებაა, ისევე როგორც აშშ-ელჩის პროვოკაციული მოწოდებები საქართველოს პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციასთან უნისონში ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისგან ბრძოლით დაბრუნების შესახებ. თუმცა გლოვის დღის აღნიშვნა 8 აგვისტოს, როცა სააკაშვილს თვალისჩინივით უვლიან და ის აცხადებს - რომელ ცოლთან იქნება პირველად გათავისუფლების შემდეგ, მიცვალებულთა ხსოვნის შეურაცხყოფაა! როგორ შეიძლება ერთდროულად მკვლელს ელოლიავებოდე და ამავე დროს მოიხსენიო მისი მსხვერპლ?!

   ამერიკელების ლოგიკა პრიმიტიულია, მაგრამ ესაა მისი სიძლიერეც: რაკიღა სააკაშვილი, ქართული მიწის 20%-ზე მეტი დაკარგვის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შაყის კვრით არ დასაჯეს და პირიქით, მისმა რეიტინგმა მაქსიმუმამდე აიწია, მაშასადამე შეიძლება რევანშის ცდა 2008 წლის მარცხისთვის, ბანქოს დასტაში ისეთი "კოზირის" ფლობით, როგორიც უკრაინაა! ანუ, ორივე საქმის ერთში გაერთიანება, რადგან აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, უფრო სწორად, „სიღრმისეულ სახელმწიფოს“ სხვა გამოსავალი მაინც არ აქვს. ან საქართველოში, 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ გაძევება ხელისუფლებიდან და სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება; ან მოხერხდება რუსეთის შეჩერება სამხრეთ უკრაინაში, მის მიერ რუსულად აღიარებული ტერიტორიების ფარგლებში, ან აშშ-ში არჩევნები წაგებულია, ხოლო აშშ უკრაინიდან, საქართველოდან და მასთან ერთად მთელი სამხრეთ კავკასიიდან სამუდამოდ გაძევებულია!

   ამ გეგმის უშუალო შემსრულებლები - რადიკალური ოპოზიცია და მათი ელექტორატი - ჯერჯერობით დაქსაქსული, მაგრამ ბევრი არიან. დიახ, საქართველოში ნაკლები ნეონაცისტები არიან, ვიდრე უკრაინაში, სამაგიეროდ, გაცილებით მეტი მოღალატეა, რომელიც სამშობლოს დოლარებად ყიდის. მათაც არ აქვთ სხვა გზა - ან უნდა გაიმარჯვონ და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან წავიდნენ, ბევრი - ციხეშიც. შეუძლია თუ არა ხელისუფლებას მათი კანონიერად განეიტრალება? შეუძლია, მაგრამ ეშინია შურისძიების - ვინძლო არ გამოვიდეს და ხვალ მათ მართლაც შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება?! ზუსტად ვიცი, რომ დასავლეთიც და ოპოზიციაც ოცნებობენ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრის გაყოფაზე, დასავლეთს - ფული, ოპოზიციას კი - უძრავი ქონება საქართველოში.

P.S.

   რუსეთსა და საქართველოში ამინდიც კი ერთნაირია, როგორც, მაგალითად, ახლა - პაპანაქება სიცხე! სხვათა შორის, საქართველო რომ რუსეთის პარტნიორი ყოფილიყო, ის უწინდელივით, როგორც სსრკ-დროს, რუსეთის თანამგზავრებიდან მიიღებდა მეტეოროლოგიურ, სეისმურ და სხვა მონაცემების სრულ სპექტრ, ეზლა კი საქართველოს ამ ინფორმაციის დასავლეთის ქვეყნებისგან შეძენა არ შესწევს სიძვირის გამო. და, მაშასადამე, საქართველოში, შესაძლოა, წინასწარ გამოეთვალათ მეწყერშოვში... და კიდევ, საქართველო რუსული ბაზრისა და რუსი სტუმრების გარეშე არსეწბობა ძალიან გაუჭირდება.

ქართველები ძალიან ჰგვანან რუსებს, რადგან „ცხენს დიდხანს კაზმავენ, მაგრამ მარდად მიაქროლებენ“, კიდევ იმით, რომ მათაც გამუდმებით ატყუებენ. რუსები მოატყუეს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთისკენ „ერთი დიუიმითაც კი“; რუსებს მოატყუეს მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რათა დრო მოეგოთ, ომ უკრაინა უკეთ მომზადებულიყო რუსეთთან ომისთვის; რუსები მოტყუეს, როდესაც კიევიდან უკან დახევა სთხოვეს, რათა შეენარჩუნებინათ სახე ზელენსკისთვის, რომელიც, ვითომ, მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას და არა კაპიტულაციას. ხოლო ქართველებს 30 წელი ატყუებდნენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ და ახლა, როცა ქართველმა ბოლოსდაბოლოს ჰკითხა დასავლეთს - სად არის ჩემი ნატო? - უპასუხეს, რომ საკმარისი რეფორმები არ გაუტარებია და საერთოდ, ჩრდილოეთისკენ გადაიხარა! საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, დღეს ევროკავშირი და ნატო ადანაშაულებენ საქართველოს, რათა არ აღიარონ მრავალწლიანი სიცრუე.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2008 წლის 8 აგვისტო
საქართველო, თბილისი