უცხოეთი
სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთისთვის პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან საფრთხეები გაიზარდა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებებზე რუსეთისთვის საფრთხეები შვედეთისა და ფინეთის გამო გაიზარდა.

“დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორი ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებაა, და პერსპექტივაში - შვედეთის. ალიანსთან ჰელსინკის შეერთების შემდეგ რუსეთის სახმელეთო საზღვარი ბლოკის ქვეყნებთან თითქმის ორჯერ გაიზარდა”, - განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს პოლონეთის აქტიური მილიტარიზაცია, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის რისკებს ზრდის.

შოიგუს თქმით, ცოტა ხნის წინ ვარშავამ “კონტინენტზე ყველაზე ძლიერი არმიის” შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.

interpressnews.ge