უცხოეთი
Bloomberg - ჯო ბაიდენი კონგრესს კიდევ 25 მილიარდი დოლარის დაფინანსებას სთხოვს, მათ შორის უკრაინის დასახმარებლად

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესისგან კიდევ 25 მილიარდი დოლარის დაფინანსების თხოვნას გეგმავს, მათ შორის უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბაიდენის მოთხოვნა 12 მილიარდ დოლარს მოიცავს სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად და 13 მილიარდ დოლარს თავდაცვაზე, მათ შორის უკრაინის დასახმარებლად.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული თანხები საბიუჯეტო ლიმიტებით არ იქნება შეზღუდული.

interpressnews.ge