პოლიტიკა
პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს.

ქეთევან ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 84-ე ადგილზეა.

ქეთევან დუმბაძეს საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ვინაიდან ის საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს.