უცხოეთი
აშშ-მა რუს მილიარდერებს, მიხაილ ფრიდმანსა და პეტრ ავენს სანქციები დაუწესა

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-მა რუს მილიარდერებს, მიხაილ ფრიდმანს და პეტრ ავენს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ რუსი ბიზნესმენები გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. მათ გარდა, შეზღუდვების ქვეშ მოექცა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირი.

ფრიდმანი და ავენი ასევე არიან ევროკავშირის სანქციების სიაში. ისინი იქ 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მოხვდნენ.

ფრიდმანი, რომელიც გაიზარდა უკრაინაში, თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და 2015 წელს ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, დიდი ხანია, უარყოფს ბრალდებებს კრემლთან კავშირის შესახებ. ავენმა რუსეთი დატოვა პუტინთან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის შემდეგ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს და ჯერ არ დაბრუნებულა.

1tv.ge