აქტუალური
საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 097.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი თითქმის 3 575.6 მილიარდი დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 15.7%-ით, ხოლო იმპორტი – 8 522.1 მილიარდი დოლარი – ზრდამ 19% შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-ივლისში 4.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტია.