სამართალი
შსს ჯაშუშობის ბრალდებით 4 ფოტოგრაფის დაკავების ფაქტს ადასტურებს

S_saminროგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი)“.

„დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება „ასოშეიტედ პრესის“ ფოტოგრაფ შახ აივაზოვს, ის მოდულის შენობიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. როგორც საქინფორმს შსს-ში განუმარტეს, აივაზოვი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

რაც შეეხება კითხვას – თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ დაკავებულები, მერაბიშვილის უწყებაში არ აკონკრეტებენ.

 

საქინფორმი