უცხოეთი
ანა ფოტიგა - სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება - არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა - სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დამოუკიდებელი ექიმების ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობა უარესდება. დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა.

კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, - წერს ფოტიგა.

interpressnews.ge