რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტო მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მამა ილია ნასიძე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ მამა ილია ნასიძე შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.