საზოგადოება
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, F-16-ებს უკრაინა გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახლოს ვერ გაეკარონ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.