სამართალი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურების განხორციელდება მიმდინარეობს.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 38 მოქალაქე დაიღუპა.