საზოგადოება
შარლ მიშელი: ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო მიზანი. მჯერა, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია.

ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ გაფართოებას ევროსაბჭოს მომავალ სხდომებზე. ჩვენი პოზიციაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება; ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა არ არის ადგილი წარსული კონფლიქტებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სურთ, შთაგონებული იყვნენ უფრო ნათელი, სამართლიანი, აყვავებული მომავლით და შეუერთდნენ ჩვენს კავშირს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.