საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი.
2024/25 სასწავლო წელს კვოტის ფარგლებში სწავლების კანდიდატებო!
მიმდინარე წლის 1 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე 2024-2025 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები კანდიდატების მოკრების კამპანია იწყება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (საქართველოში დროებითი ბინადრობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე და 01.09.2023 წლის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციაში რეგისტრაციის არმქონე).
სწავლაზე განაცხადის შესატანად, საჭიროა დარეგისტრირდეთ სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე "განათლება რუსეთის ფედერაციაში" https://education-in-russia.com, შეავსოთ ანკეტა და გაგზავნოთ შესამოწმებლად. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 01 სექტემბრიდან 2023 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ დაწვრილებითი ინსტრუქცია (https://georgia.mid.ru/ru/kak_postupit_v_rossiyskiy_vuz_po_kvote/).
საბუთების წარდგენის შესახებ კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+99532)2 913 264; edu-in-ru@mail.ru.